შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრის“ სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის მიზანია განახორციელოს დაინსტერესებული პირების თეორიული და პრაქტიკული გამოცდა სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ნაწილში, განსაზღვრული სფეროებისთვის.
შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი“ აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17024:2012/2014 - ს შესაბამისად, სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი“ იცავს მიუკერძოებლობას, დადგენილი აქვს რისკები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქმინობის მიუკერძებლად განხორციელებას, ასევე ახდენს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას, დადგენილი აქვს მიუკერძოებლობის რისკების აღმოფხვრის ან მინიმუმამდე დაყვანის პროცედურები. სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალი გაცნობილია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ხელი აქვს მოწერილი მიუკერძოებლობის დეკლარაციაზე.
შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი“ იცავს კონფიდენციალურობას, სერტიფიკაციის ორგანოში მომუშავე პერსონალი ხელს აწერს კონფიდენციალურობის დეკლარაციას, ასევე აპლიკანტთან და მის საგამოცდო შედეგებთან დაკავშირებული პირადი თუ სხვა ინფორმაცია ინახება ელექტრონულად, რომელიც დაცულია განსაზღვრული თანამედროვე მექანიზმებით. სერტიფიცირების თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცესი მიმდინარეობს ევროპული სტანდარტებით მოწყობილ სივრცეში, სადაც შექმნილია ყველანაირი წინაპირობა გამოცდის შეუფერხებლად და კომფორტულად განხორციელებისთვის.