ირინა დარსალია

სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი
მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქმიანობას, როგორ საჯარო, ასევე, კერძო სექტორში.
ბოლო 9 წლის განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე მომსახურების სფეროს მენეჯმენტის სფეროში, კერძოდ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“;
სსიპ „იუსტიციის სახლში“;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში“

ირინა დარსალიას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, როგორც სამართლებრივ საკითხებში, მომსახურების სფეროში, ასევე, მენეჯმენტის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ( GIPA) – ზოგადი მენეჯმენტი.