აპლიკანტებისთვის!
LV (M1; M2; N1) - ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის სერტიფიკაცია ექვემდებარება სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების სფეროში ოპერირებადი ან მაძიებელი პირების კომპეტენციის და უნარების დადასტურებას მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის (N510) და საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17024:2012/2014-ს მოთხოვნებთან.სერტიფიცირების პროცესი მოიცავს:
• რეგისტრაციას და დადგენილი საფასურის ჩარიცხვას;
• თეორიული ტესტირების პროცესს;
• პრაქტიკულ (სადემონსტრაციო) გამოცდას ტესტირების სივრცეში.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელ: 523555555
სქემა
სქემის ზოგადი აღწერა
PTI (LV/HV -M1,M2,M3,N1,N2,N3,03,04) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის სერტიფიკაციის სქემა ემსახურება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში დასაქმებული, ან ამავე სფეროში დასაქმების მსურველი პირების კომპეტენციისა და უნარების დადასტურებას მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების შესაბამისად.
№511 ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის კვალიფიკაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პერსონალს აუცილებელია ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი მოწყობილობის, ეკოლოგიურ და მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი მაჩვენებლების, ინსპექტირების და შედეგების შეფასების მეთოდების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ.
ამ სქემის მიხედვით შპს „სასწავლო საგამოცდო ცენტრის“ პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო (შემდგომში - ს.ო.) ახორციელებს PTI (LV/HV -M1,M2,M3,N1,N2,N3,03,04) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დადასტურებას პირველადი სერტიფიცირების გზით;
- ü პირველადი სერტიფიცირება - რა დროსაც კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით;
პირველადი დადასტურება ხორციელდება იმ პირებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან, ან იწყებენ მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე.
სერტიფიკაციის შედეგების საფუძველზე ს.ო. აკრედიტაციის ცენტრს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უგზავნის სერტიფიცირებული, ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების მქონე პირების და იმ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების სიას, რომლებსაც ეს პირები წარმოადგენენ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პერსონალს, რომლებმაც გამოცდაზე მიიღეს არადამაკმაყოფილებელი შეფასება, უფლება აქვთ განმეორებით გამოცდაზე გავიდნენ, მხოლოდ ერთჯერადად, უკანასკნელი გამოცდიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ხოლო განმეორებით გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, კანდიდატი გადის სერტიფიცირებას პირველადი სერტიფიკაციის წესით.
ძირითადი დებულებები
1. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს მოეთხოვება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 12-ის პუნქტი 7-ის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული 120 საათიანი საწყისი ტრენინგების გავლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლების მქონე პირთათვის საწყისი ტრენინგის გავლა სავალდებულო არ არის.
- სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარები, რომლის ინსპექტირებაც მან უნდა განახორციელოს.
2. სასერტიფიკაციო გამოცდების დროს სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს მოეთხოვება შემდეგი რეგლამენტების ცოდნა:
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის №510 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე;
3. ს.ო. სერტიფიცირებით დაინტერესებული პირების შეფასებას ზემოთ აღნიშნული რეგლამენტების ცოდნაზე, ახდენს გამოცდის საშუალებით;
4. გამოცდა - თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეფასება;
5. სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულყოფილად ჩატარების უნარი, მათ შორის ორგანოლეპტიკური მეთოდით შეეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი პარამეტრების შემოწმება.
5. მოცემული სერტიფიკაციის სქემა მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
ა) სერტიფიკაციის სფეროს:
შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრის“ პერსონალის ს.ო-ს მიერ დამტკიცებული სქემა N1 - ის მიხედვით სერტიფიკაციის სფეროს წარმოადგენს PTI (LV/HV -M1,M2,M3,N1,N2,N3,03,04) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის სერტიფიკაციას.
სერტიფიკაციის სფერო მოიცავს ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის ცოდნის და უნარების დადგენას შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებთან:
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის №510 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე;
ბ) მოთხოვნილ კომპეტენტურობას:
სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს მოეთხოვება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 12-ის პუნქტი 7-ის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული საწყისი 120 საათიანი ტრენინგების გავლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლების მქონე პირთათვის საწყისი ტრენინგის გავლა სავალდებულო არ არის.
გ) უნარებს: სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარები, რომლის ინსპექტირებაც მან უნდა განახორციელოს;
სერტიფიკაციით დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარები ინსპექტირების პროცესის დადგენილი წესის სრულყოფილად განხორციელებისთვის, ასევე, ორგანოლეპტიკური მეთოდით ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი პარამეტრების შემოწმებისთვის.
დ) ქცევის კოდექსს: რაც ნიშნავს სერტიფიკაციის პროცესში სერტიფიკაციით დაინტერესებული პირის მიერ ს.ო-ში დადგენილი წესების დაცვას.
6. სერტიფიკაციის სქემა, ასევე, მოიცავს სერტიფიკაციის პროცესის შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პირველადი სერტიფიკაციისა და რესერტიფიკაციის მოთხოვნებს.
პირველადი სერტიფიკაციის და რესერტიფიკაციის პროცედურები იდენტურია, თუმცა რესერტიფიკაციის დროს არ მოითხოვება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 12-ის პუნქტი 7-ის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული 120 საათიანი საწყისი ტრენინგების გავლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
რესერტიფიკაციის მსურველები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე გაიარონ რესერტიფიკაცია, რისთვისაც აუცილებელია გონივრულ ვადაში მიმართონ ს.ო-ს და შეავსონ რესერტიფიკაციის განაცხადი დადგენილი წესით.
რესერტიფიკაციის პროცესი უზრუნველყოფს სერტიფიცირებული პირის კომპეტენტურობის დადასტურების მიზნით მიუკერძოებელ შეფასებას.
რესერტიფიკაციის საფასური დგინდება ს.ო-ს მიერ, რაც პირველადი სერტიფიკაციის საფასურის ტოლია.
ბ) შეფასების მეთოდებს პირველადი სერტიფიკაციისა და რესერტიფიკაციისათვის.
პირველადი სერტიფიკაციისას და რესერტიფიკაციისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეთოდები.
გ) სერტიფიკატის შეჩერებისა და გაუქმების საფუძვლებს.
1) სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება:
1.1. დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ს.ო-სთვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ს.ო-ს მიერ სერტიფიცირებული პირის არაკომპეტენტურობის შესახებ, ს.ო-ს მიერ განიხილება, როგორც საჩივარი. ს.ო-ს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება და განისაზღვრება მაკორექტირებელი ღონისძიებების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს; მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება;
2) სერტიფიკატი გაუქმდება:
2.1 სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების 1.1 პუნქტში მითითებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ვადის გაშვებისთანავე;
2.2 სერტიფიკატში არსებული პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელის განცხადებით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, რის შედეგადაც გაიცემა ახალი სერტიფიკატი, წინა სერტიფიკატის დარჩნილი ვადით (თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე);
2.3 სერტიფიცირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელს არ შეუძლია შეუსაბამობების აღმოფხვრა, შპს “სასწავლო და საგამოცდო ცენტრის” ს.ო-ს ხელმძღვანელი ახდენს სერტიფიკატის შეჩერების, ან გაუქმების პროცედურების ინიცირებას.
7. ს.ო - ში ტარდება სამუშაოსა და პრაქტიკის ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ს.ო - ში მიღებული გამოცდის ჩატარების სისტემა სრულყოფილია და სრულად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს.
8. ს.ო უზრუნველყოფს სერტიფიკაციის სქემის სისტემატურ განხილვას და გადამოწმებას.
ს.ო. სისტემატურად განიხილავს და ამოწმებს სერტიფიცირების სქემას და შეცვლის იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სფეროს საქმიანობის თავისებურებები და სხვა ობიექტური გარემოებები.
9. სერტიფიკაციის პროცესის მოთხოვნები
9.1 განაცხადის მიღების პროცესი.
განაცხადის მიღებისას ს.ო. განმცხადებელს გააცნობს სერტიფიკაციის პროცესს, სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად. სქემა მოიცავს სერტიფიკაციის სფეროს მოთხოვნებს, შეფასების პროცესის აღწერას, სერტიფიცირებული პირის მოვალეობებსა და საფასურს. აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად არის განთავსებული ს.ო-ს ვებ გვერდზე - www.tec.edu.ge, სადაც განმცხადებელს შეუძლია გაეცნოს სერტიფიკაციის მოთხოვნებს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- · შევსებული განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ;
- · დიპლომის, ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
- · პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის, ან პასპორტის) ასლი;
- · ფერად ფოტოს (3 X 4)– 1 ცალი;
- · ხელმოწერილი ხელშეკრულება დადებული ს.ო-სა და განმცხადებელს შორის, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს;
- · ნებისმიერი დამხმარე ინფორმაცია სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;
- · საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადის შემოტანა სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია წერილობითი ფორმით ს.ო-ში; შევსებულ განაცხადს (რომელიც შემუშავებულია ს.ო-ს მიერ) თან უნდა ერთვოდეს ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები. განაცხადის შემოტანისას ს.ო-ს თანამშრომელი განმცხადებელს გააცნობს სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებსა და ხელშეკრულების პირობებს (სადაც არის გაწერილი სერტიფიკაციის მოთხოვნები), რაც საბოლოოდ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში.
ს.ო-ს მიერ განაცხადი რეგისტრირებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ სქემით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ს.ო. უარს ამბობს განაცხადის რეგისტრაციაზე.
ამ ეტაპის ძირითადი მიზანი არის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი შემდეგი კუთხით:
- · დოკუმენტების ასლების სისრულე მოცემული სქემის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია სერტიფიკაციის კრიტერიუმების მიხედვით;
- · კვალიფიკაციის დამადასტურებელი მასალების შემადგენლობის და შინაარსის შესაბამისობა სერტიფიკაციის კრიტერიუმებთან;
- · ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადექვატურობა, რომლებშიც გაწერილია სერტიფიკაციის კრიტერიუმები.
ს.ო. განიხილავს რეგისტრირებულ განაცხადს და ახდენს თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას, რათა შეამოწმოს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოების წარმოებისათვის, სპეციალისტის კომპეტენტურობის სერტიფიკაციის მიღების განაცხადსა და ს.ო-ს მოთხოვნებს შორის შესაბამისობა.
ს.ო აფორმებს ხელშეკრულებას სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირთან, რათა:
ა) პასუხობდეს ს.ო - ს მიერ დადგენილ სერტიფიკაციის მოთხოვნებს;
ბ) წარადგინოს ს.ო - ს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები;
გ) არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა იყოს ს.ო-ს და სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის -აკრედიტაციის ორგანოს რეპუტაციის შემლახველი.
ს.ო- ში რეგისტრირებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის შედეგად დგინდება შესაბამისობა, ან შეუსაბამობა სქემით დადგენილ მოთხოვნებთან. გადაწყვეტილება სერტიფიკაციაზე დაშვების, ან წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტებში არსებული ხარვეზის შესახებ განმცხადებელს ეცნობება განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირისა.
ს.ო განსაზღვრავს განმცხადებელთან გასაუბრების ჩატარების საჭიროებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).
გასაუბრება შეიძლება იყოს საჭირო, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების პროცესში გაირკვევა, რომ ის ვერ, ან არ აკმაყოფილებს სერტიფიკაციის კრიტერიუმებს მოცემული სქემის მიხედვით.
გადაწყვეტილება მოიცავს სერტიფიკაციის სქემის იმ პირობებს, რაც აუცილებელია განმცხადებლისთვის ს.ო-სთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.
სერტიფიკაციით დაინტერესებულ პირს, სერტიფიკაციისთვის ერთ-ერთი პირობის დასაკმაყოფილებლად, კერძოდ, პირველადი 120 საათიანი ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ნაწილში, უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გაიაროს ტრენინგი სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც ის აირჩევს.
სერტიფიკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ს.ო წერილობით აუწყებს განმცხადებელს განაცხადზე უარის თქმის მიზეზს.
სასერტიფიკაციო სამუშაოების საფასური განისაზღვრება სქემის შესაბამისად.
განაცხადებისა და კანდიდატების წარმოდგენილ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას განიხილავს შესაბამისი კომპეტენტური პირი, რომელიც განახორციელებს განაცხადის ანალიზს და განსაზღვრავს შესაბამისი სქემის მოთხოვნების დაკმაყოფილების სტატუსს და ახდენს სერტიფიცირების პროცესის ინიცირებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
- · ს.ო-ს ხელთ აქვს ყველა რესურსი, რაც სერტიფიცირების საქმიანობისათვის აუცილებელია;
- · განხილულია და მხედველობაში მიღებულია ყველა შესაძლო ასპექტი და რისკი, რაც დაკავშირებულია სერტიფიკაციის პროცესთან, მათ შორის: სერტიფიკაციისათვის საჭირო დრო, უსაფრთხოების დაცვის პირობები, როგორც განმცხადებლისათვის, ასევე, გამომცდელებისათვის გამოცდის ჩატარების დროს. საფრთხეები მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის მხრივ.
გამოცდის თარიღების დადგენა
შესაბამისი დოკუმენტებისა და განცხადებების დაფიქსირების შემდეგ დგინდება სასერტიფიკაციო გამოცდის თარიღები.
გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკული გამოცდა ტარდება თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, ს.ო- ს თანამშრომელი, კანდიდატებს აცნობებს გამოცდის თარიღის თაობაზე, როგორც სატელეფონო ზარით, ისე წერილობით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
გამომცდელის მოწვევა
შევსებული განაცხადის შედეგების ანალიზის საფუძველზე ს.ო-ს ხელმძღვანელი გეგმავს გამოცდის ჩატარებას და შეათანხმებს გამოცდის ჩატარების დროს გამომცდელთან.
სასერტიფიკაციო გამოცდა
ს.ო-ში გამოცდები ტარდება სქემის შესაბამისად. თეორიული გამოცდები ტარდება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით (კომპიუტერული ტექნიკა), რომელიც უზრუნველყოფს თითოეული გამოცდის შესადარისობას, შინაარსისა და სირთულის მიხედვით, მათ შორის მიღებული დამაკმაყოფილებელი/არადამაკმაყოფილებელი შედეგებისათვის გადაწყვეტილების სანდოობა/სინამდვილეს.
თეორიული ნაწილი
კანდიდატისთვის ტესტირება ტარდება ტექნიკურად აღჭურვილ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, რომელშიც მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, ასევე, გამოცდის პროცესს აკვირდება და შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს დამკვირვებელი.
ს.ო-ს მხრიდან უკვე რეგისტრირებული კანდიდატის იდენტიფიკაციის შემდგომ ხდება მისი დაშვება შესაბამის საგამოცდო სივრცეში.
კანდიდატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესები:
ტესტირების დროს კანდიდატს ეკრძალება:
- · მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ქონა;
- · ტესტირებაზე დამხმარე მასალის– სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა ქონა/გამოყენება;
- · გადალაპარაკება, დახმარების გაწევა, ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა კანდიდატისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
- · სამუშაო მაგიდაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წყლის ჭურჭლის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
- · ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
- · საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
ს.ო-ს კითხვათა ბანკი მოიცავს 400-მდე კითხვას, რომელიც ნაწილდება შესაბამის სფეროებში, PTI (LV/HV -M1,M2,M3,N1,N2,N3,03,04) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის სერტიფიკაციის სქემისთვის განსაზღვრულია 173 კითხვა.
- · თეორიული გამოცდა სქემის შესაბამისად ტარდება ელექტრონულად, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონულ სისტემაში (MOODLE).
- · გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს;
- · თეორიული ტესტირება შედგება 30 კითხვისგან, რომელთა თანმიმდევრობა განსხვავებულია ყველა კანდიდატისთვის;
- · ყოველი კითხვა მოიცავს 3 (სამ) სავარაუდო პასუხს, საიდანაც მხოლოდ 1 (ერთი) ითვლება სწორად;
- · თითოეული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით;
- · კანდიდატს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება, თუ გამოცდაზე მიიღებს ამ კომპონენტისათვის დადგენილი მაქსიმალური ქულის არანაკლებ 80% - ს.
PTI კითხვათა ბანკი სრულად მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო მასალას. ტესტი დაყოფილია თემებად, საიდანაც პროგრამის მიერ ხდება კითხვების შემთხვევითი პრიციპით შერჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა თემისთვის წინასწარ არის განსაზღვრული კითხვების რაოდენობა, კერძოდ:
1) ასს გამონაბოლქვი (სულ 17 კითხვა) - გენერირდება 3 (სამი) კითხვა;
2) ასს ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები (37-ე დადგენილება) (სულ 25 კითხვა) - გენერირდება 2 (ორი) კითხვა;
3) ასს კატეგორიები (37-ე დადგენილება) (სულ 14 კითხვა) - გენერირდება 1 (ერთი) კითხვა;
4) განმეორებითი ინსპექტირება (სულ 9 კითხვა) - გენერირდება 2 (ორი) კითხვა;
5) იდენტიფიკაცია (სულ 11 კითხვა) - გენერირდება 2 (ორი) კითხვა;
6) ინსპექტირების პროცესი ( სულ 49 კითხვა) - გენერირდება 9 (ცხრა) კითხვა;
7) სამართლებრივი რეგულირება (სულ 11 კითხვა) - გენერირდება 3 (სამი) კითხვა;
8) სამუხრუჭე სისტემა (სულ 12 კითხვა) - გენერირდება 3 (სამი) კითხვა;
9) საჭის მართვის სისტემა (სულ 5 კითხვა) - გენერირდება 1 (ერთი) კითხვა;
10) ტერმინთა განმარტება (სულ 20 კითხვა) - გენერირდება 4 (ოთხი) კითხვა.
შედეგების მიღება ხდება ელექტრონული სისტემის (MOODLE) გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას.
ს.ო-ს ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ტარდება თეორიული გამოცდა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება კითხვათა ბანკის გადახედვა. კითხვების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე შემოწმება. გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, აუცილებელია, მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება, რაც შეიძლება იყოს კითხვების ამოღება საგამოცდო ტესტიდან, კითხვის ფორმულირების შეცვლა და ა.შ.
გამოცდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები - გამოცდის გადაბარება
თუ გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაშინ განმცხადებელს აქვს საშუალება გადააბაროს ეს გამოცდა ს.ო-ს მიერ დათქმულ დროსა და ვადაში. გამოცდის გადაბარება ხორციელდება არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.
გამოცდის გადაბარების საფასური განისაზღვრება სქემით დადგენილი პირველადი სერტიფიცირების ღირებულების 40%-ით.
გამოცდაზე არ გამოცხადება, გამოცდის აღდგენა
გამოცდაზე გაუფრთხილებლად არგამოცხადების შემთხვევაში, კანდიდატისთვის გამოცდის შედეგი ჩაითვლება არადამაკმაყოფილებლად და ის სარგებლობს სქემის გათვალისწინებული განმეორებითი გამოცდის შესაძლებლობით, რა დროსაც გადაიხდის განმეორებით გამოცდაზე დაშვებისთვის საჭირო საფასურს.
თუ კანდიდატის მიერ გამოცდაზე არგამოცხადების შესახებ ინფორმაცია ს.ო-სთვის წინასწარ იქნება ცნობილი (წინასწარ ცნობის ვადა - გამოცდამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა), მაშინ სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირს არგამოცხადება ჩაეთვლება საპატიოდ და სერტიფიცირებისთვის ჩაბარებული განაცხადის ფარგლებში სერტიფიცირების პროცესში ჩაერთვება ზოგადი წესით.
9.2 შეფასების პროცესი
ს.ო იყენებს შეფასების თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად. ს.ო - ში სასერტიფიკაციო გამოცდის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის შეფასება ხდება ცალ-ცალკე.
სერტიფიკაციის სქემაში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მეთოდების დოკუმენტირებას და საჯარო ხელმისაწვდომობას, რათა შემოწმდეს სერტიფიცირებული პირების შესაბამისობა შეცვლილ მოთხოვნებთან. ტესტირების საკითხების შედგენას, მათ უსაფრთხოდ შენახვასა და შემდგომ სრულყოფას უზრუნველყოფს ს.ო-ს შესაბამისი კომპეტენტური პირი.
ს.ო-ს მიერ ხორციელდება შედეგების პერიოდული გადახედვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული შეფასების სამართლიანობა და სინამდვილე. ს.ო-ში დანერგილი შეფასების მეთოდები სრულიად უზრუნველყოფს სამართლიანობასა და ობიექტურობას.
9.3 პრაქტიკული ნაწილი
პრაქტიკულ გამოცდაზე კანდიდატი დაიშვება მხოლოდ თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
პრაქტიკული გამოცდა ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცესს, რომელიც ხორციელდება პროცესის სრულფასოვნად ჩატარებისთვის მოწყობილ სივრცეში და მუშა მდგომარეობაში მოქმედი დაკალიბრების მქონე აღჭურვილობების საშუალებით. პრაქტიკული გამოცდა ტარდება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი - პტი - ს“ ან/და შპს „დაჯის“ ინსპექტირების ხაზზე. შპს “სასწავლო და საგამოცდო ცენტრის” პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს სათანადო პირობებს გამოცდების ჩასატარებლად.
პრაქტიკული საგამოცდო პროცესი ტარდება შესაბამისი წესით დადგენილი რეალური ინსპექტირების პროცესის ზუსტი იმიტაციის გზით. პრაქტიკულ გამოცდაზე კანდიდატმა უნდა შეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სავალდებულო ელემენტების შემოწმება, რომელიც დადგენილია შესაბამისი წესით.
შედეგების ასახვა ხდება სპეციალურად შემუშვებულ ფორმაში გამომცდელის მიერ. კანდიდატს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება, თუ გამოცდაზე მიიღებს ამ კომპონენტისათვის დადგენილი მაქსიმალური ქულის არანაკლებ 80% - ს.
ს.ო ახორციელებს გამოცდების შედეგების სტატისტიკური მონაცემების პერიოდულ დამუშავებას, რათა კვლავ დადასტურდეს თითოეული გამოცდის სამარათლიანობა, სინამდვილე, სანდოობა, ზოგადი შედეგიანობა და ყველა აღმოჩენილი უზუსტობის გასწორება.
პრაქტიკულ გამოცდაზე სერტიფიცირებით დაინტერესებულმა პირმა უნდა შეძლოს სქემების მიხედვით შესაბამისი ინსპექტირების პროცესის გახორციელება.
ს.ო. უზრუნველყოფს სათანადო პირობებს გამოცდების ჩასატარებლად. ასევე, ადგილი ექნება გამომცდელების მონიტორინგს, მათი გადაწყვეტილებების სანდოობის დადგენის მიზნით. გამომცდელების მონიტორინგი ჩატარდება ადგილზე დაკვირვების ან/და ვიდეო კონტროლის საშუალებით, გამომცდელების ანგარიშების განხილვის, კანდიდატებთან უკუკავშირის გზით.
პრაქტიკული გამოცდების პროცესში გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობები არის მუდმივად მუშა მდგომარეობაში და შესაბამის მოწყობილობებს გააჩნიათ მოქმედი დაკალიბრების სტატუსი.
9.4 გადაწყვეტილება სერტიფიკაციაზე
სერტიფიკაციის დროს შეგროვებული ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს:
ა) სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად სერტიფიკაციაზე რეკომენდაციას გასცემენ ს.ო-ს მიერ დანიშნული პრაქტიკული გამოცდის კომპეტენტური გამომცდელ(ებ)ი - სერტიფიკაციაზე რეკომენდაციის გამცემი პირი, ხოლო თეორიული გამოცდის შედეგები ავტომატურად ისახება შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ რეკომენდაციას განიხილავს გადაწვეტილების მიმღები პირი და განხილვის შედეგად იღებს დადებით, ან უარყოფით გადაწყვეტილებას.
სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გაწერილია შემდეგნაირად:
- შეგროვდეს სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაცია, რაც გულისხმობს: პირადობის ასლს, გადახდის ქვითარს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში განათლებისა ან/და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას (და სხვა), თეორიული გამოცდის ქულას, პრაქტიკული გამოცდის დამაკმაყოფილებელ/არადამაკმაყოფილებელ შედეგს და სხვა საჭირო ინფორმაციას. თეორიული გამოცდის შედეგები ავტომატურად ისახება შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რომელთან წვდომაც აქვს გადაწყვეტილების მიმღებ პირს, რომელიც გონივრულ ვადებში იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიცირებით დაინტერესებული პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით. შესაბამისი სფეროს გამომცდელი პრაქტიკული გამოცდის შედეგებს წარუდგენს სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში პრაქტიკული გამოცდის დასრულების შემდეგ.
- შესაბამისად, გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მინიჭებაზე იღებს გადაწყვეტილების მიმღები პირი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე იღებს ს.ო-ს ხელმძღვანელი, პროცესის მთლიანობის განხილვის საფუძველზე.
- სერტიფიკაციის მინიჭების, რესერტიფიკაციის, შეჩერების, ან გაუქმების გადაწყვეტილებები არ იქნება ქვეკონტრაქტით გადაცემული.
ს.ო-ს გადაწყვეტილებები შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც კონკრეტულად დაკავშირებულია სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებთან, კერძოდ: შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭება პირს, რომელიც გაივლის სქემის მიხედვით დადგენილ პროცედურებს და სასერტიფიკაციო გამოცდებზე დააგროვებს სქემის მიხედვით განსაზღვრულ დამაკმაყოფილებელ ქულას.
გადაწყვეტილებას კანდიდატის სერტიფიკაციაზე იღებს მხოლოდ ს.ო, სერტიფიკაციის პროცესში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე. სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები გამოცდებში, ან კანდიდატის მომზადებაში არ მონაწილეობენ.
სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს გააჩნია საკმარისი ცოდნა და გამოცდილება სერტიფიკაციის პროცესის შესახებ, რათა განსაზღვროს, შესრულდა თუ არა სერტიფიკაციის მოთხოვნები. სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს გააჩნია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სერტიფიკატის მინიჭება ხდება მხოლოდ ს.ო-ში დადგენილი სერტიფიკაციის მოთხოვნების შესრულების შემდგომ.
ს.ო სერტიფიკატს გასცემს სერტიფიკაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, რომელიც გაიცემა ს.ო-ს მიერ შემუშავებული ფორმით. სერტიფიკატი ხელმოწერილია ს.ო-ს ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით.
სერტიფიკატებში (იხ. სერტიფიკატის ფორმა) აღნიშნული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სერტიფიცირებული პირის სახელი/გვარი, პირადი ნომერი;
ბ) სერტიფიკატის უნიკალური ნომერი;
გ) შპს “სასწავლო საგამოცდო ცენტრის” პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს სრული დასახელება;
დ) მითითება სერტიფიკაციის სქემაზე;
ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადას;
ვ) სერტიფიკაციის სფეროს;
სერტიფიცირებულ პირს სერტიფიკატი გადაეცემა პირადად, მის მინდობილ პირს, ან მის მიერ დასახელებულ სრულწლოვან პირს.
თითოეული დოკუმენტის ასლი ინახება ს.ო-ში.
ს.ო სერტიფიცირებულ პირებს არეგისტრირებს შესაბამის რეესტრში და შეაქვს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე დაკარგული, ან დაზიანებული (გამოსაყენებლად უვარგისი) სერტიფიკატის დუბლიკატი გაიცემა დარჩენილი ვადით საფასურის გადახდის გარეშე.
გამომდინარე იქედან, რომ სერტიფიკატი გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით, ს.ო. სერტიფიკაციის მასალებს ინახავს სერტიფიკატის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის უსაფრთხო შენახვას.
10. რეესტრი
ს.ო-ში ხორციელდება იმ პირების აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომლებმაც გაიარეს სერტიფიკაცია და აღიარებულნი არიან შესაბამისი სქემის მოთხოვნების მიხედვით. სერტიფიცირებული პირების რეესტრის ორგანიზების, მართვის, წარმოების პასუხისმგებლობა აკისრია ს.ო-ს შესაბამის უფლებამოსილ პირს. რეესტრი მოიცავს ინფორმაციას სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მათი გაუქმების და სერტიფიკატის ასლების გაცემის თაობაზე. მონაცემები სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება:
- · მონაცემები სერტიფიკატის მფლობელის შესახებ;
- · რეგისტრაციის ნომერი;
- · სერტიფიკაციის სქემა;
- · სფერო, რომელთან შესაბამისობაზეც მოხდა სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირის სერტიფიკაცია;
- · სერტიფიკატის გაცემის თარიღი;
- · სერტიფიკატის მოქმედების სტატუსი;
- · ცნობები სერტიფიკატის შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ;
- · სერტიფიკატის დუბლიკატის (დაკარგვის, განადგურების შემთხვევაში) გაცემის შესახებ ცნობები;
- · სერტიფიცირების საფასური.
11. სერტიფიკატების, ლოგოებისა და ნიშნების გამოყენება
11.1. ს.ო-ს მიერ გაცემულ სერტიფიკატზე დატანილი არის ს.ო-ს ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო.
ს.ო. იყენებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის „საკ 1.9 : 2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესების“ შესაბამისად დადგენილ აკრედიტაციის სიმბოლოს, რომელიც დაიტანება გაცემულ სერტიფიკატებზე.
აკრედიტაციის სიმბოლო დატანილია ს.ო - ს მიერ შემუშავებული სერტიფიკატის მარჯვენა ზედა კუთხეში, ხოლო სიმბოლოს ქვეშ არის წარწერა „სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერტიფიკაცია ჩატარდა აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
11.2. ს.ო-ს ლოგოს, ან აკრედიტაციის სიმბოლოს არასწორი გამოყენებისას, ს. ო განახორციელებს მაკორექტირებელ ქმედებებს;
11.3 იკრძალება ს.ო-ს ლოგოს, ან აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ნებისმიერ მესამე პირისთვის.
12. პერონალის სეტიფიცირების ღირებულება
- · სერტიფიკაციის სქემა PTI (LV/HV-M1,M2,M3,N1,N2,N3,03,04) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი პერსონალის სერთიფიკაციის საფასურია 500 (ხუთასი) ლარი.